"არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეებთან საუბარი ჯარიმების ენით"
საზოგადოებას მსურს მოვუწოდო, ყველა წესი, რომელიც მოქმედებს, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და რომლის დაცვისკენაც ყოველდღიური მოწოდებები ჩვენი მხრიდან ისმის, მაქსიმალურად დაიცვათ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დროა, რაც პანდემიას ვებრძვით, ჯერ კიდევ ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს.
ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, რამდენად დაიცავს თითოეული მოქალაქე წესებს და ყველას პირბადის ტარებისკენ, დისტანციის დაცვისა და არასაჭირო შეკრებებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს. საკმაო პერიოდია გასული, რაც ერთობლივად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად პანდემიას ვებრძვით და დღეს, იმ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, სამწუხაროდ, არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეებთან საუბარი ჯარიმების ენით. სამწუხაროდ, ჯარიმების გარეშეც და მკაცრი მიდგომების გარეშეც, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, ნასწავლი გვაქვს იმდენი რამ, რომ პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, რამდენად დაიცავს თითოეული ჩვენგანი წესებს. როდესაც ვსაუბრობთ, როგოც პირბადის ტარების აუცილებლობაზე, ისე დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე, არასაჭირო შეკრებებში მონაწილეობისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების რაოდენობასთან, ამიტომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
