"გოგი წულაიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"- კარდიოქირურგი
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანიშვილმა განაცხადა.
,,დღეს შედგა განმეორებითი კონსილიუმი ექიმებისა და ოჯახის წევრების ჩართულობით. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დღეს გადაწყდა, რომ მწვავე ფაზაშია, ინფაქტის შემდგომ პერიოდში. თავი შევიკავეთ და ოპერაცია არ გავუკეთეთ. ერთი კვირის შემდეგ ისევ შეიკრიბება ექიმთა ჯგუფი და გადაწყდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. ვფიქრობ, ქირურგიული ჩარევა იქნება აუცილებელი",-განაცხადა ექიმმა
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
