ღია სივრცის მქონე კვების ობიექტებისთვის რეგულაციები მსუბუქდება
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან 12 ადამიანის დასხდომა დასაშვები ხდება.
აქამდე მოქმედი რეგულაციით ეს რაოდენობა ექვსით არის განსაზღვრული. განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. დახურულ სივრცეებში ექვსკაციანი შეზღუდვა ძალაში რჩება.
მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
- ღია სივრცეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაგიდების და დასაჯდომი ადგილების ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
- სკამების საზურგეებს შორის მანძილი - არანაკლებ 1 მეტრისა;
- ერთ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 12 მომხმარებელი;
- დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
- იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
- გამასპინძლებისას უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
- სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.
ახალი წესები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ხვალ გამოქვეყნდება. ტელეკომპანია "იმედმა" ექსკლუზიურად მოპოვებული რეკომენდაციები გაასაჯაროვა.
სიახლეები
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა
- “ერთი მასხარა იყო, საკრებულოდან ასე არის ცნობილი” - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილზე
- „ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში; მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!” – “გახარია საქართველოსთვის”
- “ბოიკოტში რომ ხარ, ხელფასი მაინც გერიცხება; მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ” - ზარქუა გახარიას პარტიაზე
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა