არასრულწლოვნებისთვის 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება
17 წლის ჩათვლით ასაკის მოქალაქეებისთვის სოციალური მხარდაჭერის პროგრაის ფარგლებში, 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ბავშვებისთვის ჩარიცხული თანხების, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.
18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge, რომელზეც რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
