"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც დაღუპულთა ოჯახებს ტკივილს შეუმსუბუქებს"
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს.
ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია ჩვენთვის. ამ მძიმე ჟამს არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა გეტყვით რომ მხნედ უნდა იდგეთ. ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია.
კიდევ ერთხელ ვუსამძირებთ ყველას ამ უმძიმეს დანაკარგს და შემთხვევის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - აცხადებს ვაშაძე.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
