"გული მეწვის, ჩვენი ასაკოვანი დედები ვეღარ უძლებენ ამდენ სტრესს" - მამა იოანე
დასავლეთ ევროპის ეპარქიის, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ გაუშვან ასაკოვანი მშობლები ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ და საკუთარ თავზე იტვირთონ პასუხისმგებლობა.
"შვილებო,ძმებო და დებო,
არც ვიცი როგორ მოგმართოთ,გთხოვოთ.თუ როგორ მოგაწვდინოთ ხმა?!
კვირა არ გავა რომ არ დამირეკონ საავადმყოფოდან. ერთი ქალაქის სავაადმყოფოდან მეორე ქალაქის საავადმყოფოში მიწევს სიარული და გული მეწვის.ვერ უძლებენ ჩვენი ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს.გინდ ფიზიკურად,გინდ მორალურად.მოხუცის მოვლა არ არის იოლი სამუშაო.
ჩვენი დედები იღებენ ამ ჯვარს თავის თავზე და ვერ უძლებენ ასეთ სტრესს. რაღაც დროის შემდეგ აქეთ ხდებიან მოსავლელი,ზოგს რა აწუხებს და ზოგს რა.
კეთილი ინებეთ ახალგაზრდებო, შვილებო, შვილიშვილებო და თქვენ წამოდით. თქვენ აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და იმუშავეთ.
ნუ უშვებთ ასაკოვან მშობლებს, ბებია-ბაბუებს ასეთ რთულ გზაზე. თქვენ იტვირთეთ ეს ჯვარი და იშრომეთ!
რად გიღირთ ასეთი შემოსავალი, რომელიც მშობლებს ჯანმრთელობას ართმევს?
ტკბილი სიბერის ნაცვლად ამ სტრესში ცხოვრობენ და მოხუცებს აქეთ უვლიან!
მაპატიეთ გთხოვთ,ნუ მიწყენთ.ამდენი წელია ამას ვუყურებ,მეც ადამიანი ვარ,გული მეწვის და ვეღარ მოვითმინე რომ არ მეთქვა!უფალმა უშველოს ჩვენ ქვეყანას! სიყვარულით მამა იოანე" - წერს წინამძღვარი.
სიახლეები
- ცნობილია ვინ იბრძოლებს ქუთაისის მერობისთვის
- “სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენება” - საია
- “თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა” – პაპუაშვილი
- რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა