თენგიზ ცერცვაძეს ქართულ ფანტასტიკაში იღებენ
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ფილმში იღებენ.
რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში, ცერცვაძე საკუთარ თავს განასახიერებს.
ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს ახალ ქართულ ფილმში ეპიზოდური როლი ექნება.
ფილმი საფრანგეთიდან დაბრუნებულ წყვილზეა, რომელიც პანდემიის გამო ერთმანეთს ვერ ხვდება, სუნთქვითი ვარჯიშებით კი, ისინი დროში გადაადგილებას სწავლობენ და ქართულ ისტორიულ პერსონაჟებს ხვდებიან. პირველი, ვისაც ერთ-ერთი გმირი, კომიდან გამოსვლის შემდეგ დაინახავს, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება.
გადაღებები წლის ბოლოს დასრულდება.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
