როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
9-10 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.
თბილისში 9-11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
