UNICEF-ი: 2019 წელს 46 მლნ ადგილნაცვალ პირს შორის 19 მლნ ბავშვი იყო
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 2019 წელს კონფლიქტებისა და ძალადობის გამო ადგილნაცვალი 46 მილიონი პირიდან 19 მილიონი ბავშვია.
თავის ანგარიშში „Lost at Home“ („შინ დაკარგულები“), რომელიც 5 მაისს გამოქვეყნდა, UNICEF-ი ადგილნაცვალ პირთა რიცხვის მკვეთრი ზრდის შესახებ იტყობინება. ათი წლის წინ მათი რიცხვი 25 მილიონი იყო, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კი 46 მილიონამდე გაიზარდა.
შარშან ადგილნაცვალი პირების 40% 18 წლამდე ასაკის იყო.
UNICEF-ის თანახმად, კორონავირუსის პანდემია ადგილნაცვალი ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობას წელს კიდევ უფრო ამძიმებს.
„მსოფლიოში მილიონობით ადგილნაცვალი ბავშვი უკვე არის დარჩენილი სათანადო მზრუნველობისა და დაცვის გარეშე,“ აცხადებს UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორი. „როცა ჩნდება COVID-19-ის მსგავსი კრიზისები, ეს ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან.“
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
