"ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ძალიან ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ" -სანდრა რულოვსი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანდა რულოვსი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში „პოლიტიკურ სარჩულს" ხედავს.
ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც დაჭრილი გამსახურდიას სანახავად მივიდა.
რულოვსის თქმით, ქვეყანაში რთული ვითარებაა.
"ჯერ არ მინახავს ექიმი, შემოვლაზეა. დაახლოებით ნახევარ საათში დავბრუნდები და მეტყვის როგორ არის ცოტნე გამსახურდია. მეც, დაახლოებით, თქვენსავით ვიცი, რომ ორი ოპერაცია გაუკეთდა ცოტნეს და საკმაოდ მძიმედ არის. რა თქმა უნდა, პოსტოპერაციული პერიოდი მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგად გამოვა ამ მდგომარეობიდან. ის ძალიან ძლიერი ბიჭია. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა. ცხადია, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ძალიან ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ. ბოლო დღეებში ცუდად განვითარდა მოვლენები, მაგრამ არ მინდა, რომ პესიმიზმში ჩავიძიროთ, რადგან ეს არის ის, რაც ვერ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. ცოტნეც უნდა გამოვიდეს. გვინდა, რომ ყველგან, თბილისშიც და რეგიონებშიც ხალხი ოპტიმისტურად იყოს. მოვა დრო, რომ ამ ქვეყანაში უკეთესი განვითარება იქნება, რადგან ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. ამ განუკითხაობაში, კრიმინალურ ვითარებაში, დაუსჯელობაში მიჭირს, მაგრამ მინდა ოპტიმისტად დავრჩე", - განაცხადა რულოვსმა.
იგი არ გამორიცხავს, რომ გამსახურდიაზე თავდასხმა მისივე კრიტიკული მოსაზრების გამო მომხდარიყო.
"რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ. თავად იტყვის, როცა მდგომარეობიდან გამოვა, რადგან ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც რამე დაინახა ან მოისმინა, მაგრამ ჩემთვის ცხადია, ზოგადად, დღევანდელ საქართველოში კლიმატია ასეთი, რომ ვისაც ოდნავ ოპოზიციური მიდგომა აქვს დღევანდელ პრორუსულ მთავრობასთან, ის დასასჯელია. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ ამ მავნებელ მთავრობასთან", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
სიახლეები
- ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
- “ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი” - შალვა პაპუაშვილი
- “დავაკავეთ უკრაინის 2 მოქალაქე - ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ - სუს-ი
- “კვლევების გარეშეც რომ შევხედოთ გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება” - შალვა პაპუაშვილი GORBI-ს კვლევაზე
- “ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი” - ირაკლი კობახიძე