როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
25 ნოემბრამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება 24 ნოემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, მათ შორის თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +3+5 გრადუსამდე იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მოთოვოს.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 22 ნოემბრიდან - 28 ნოემბრის ჩათვლით ტემპერატურა +12+15 გრადუსამდე იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე კი ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
