როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი უმეტესად 12-13 აგვისტოს იქნება. მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა უმეტესად კახეთის რეგიონშია მოსალოდნელი.
„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დღეს არა, მაგრამ ხვალიდან მოსალოდნელია +35 გრადუსამდე, სანაპირო რაიონებში +32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ხვალ დღის ტემპერატურა იქნება +30 გრადუსი. 13 აგვისტოს ასევე მოსალოდნელია უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება. უნალექო ამინდი იქნება 14 აგვისტოსაც, ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში,“ - განაცხადა ნინო წვერავამ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
