105 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან
105 წელი გავიდა საბჭოთა, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის დაწყებიდან.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია განახორციელა.
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის, მთავრობისა და სხვა ადმინისტრაციული დაწესებულებების შენობებზე.
საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს ისევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი – ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
