"გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით"- ივანე ჩხაიძე
გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნავს, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად.
„ნაკლები გვქონდა მოლოდინი, რომ გრიპის ვირუსი მაისში იქნებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ 23% არის გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში. ეს ეხება გრიპისმაგვარ დაავადებებს, რომელიც იმართებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლში. 23% საკმაოდ მაღალია. ეს 23 % განპირობებულია A ტიპის ვირუსით. B ტიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა.
მძიმედ მიმდინარე გრიპი, გრილი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, საავადმყოფოში დაყოვნება, გართულებით მიმდინარეობს მეცხრამეტე კვირას აღარ ყოფილა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით. ეს ვირუსია დომინანტური ახლა კლინიკებში. ბავშვები, რომლებიც ძირითადად არიან ჰოსპიტალიზებულები, ამ ვირუსით არიან ინფიცირებულები.
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი. ივნისიდან-ოქტომბრის ჩათვლით, გრიპის ვირუსი არ უნდა ფიქსირდებოდეს. კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა კიდევ იგრძნობა, შესაძლებელია, გრიპის სეზონის ცოტა გახანგრძლივება“, - აღნიშნავს ჩხაიძე.
სიახლეები
- რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, ვის შეიძლება შეეხოს „ქართული FARA“
- მარწყვის ტორტი
- "ბოლო ზარი ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება, დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს"- ირაკლი კობახიძე
- “თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება” – პაპუაშვილი
- აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის გრანტი გააუქმა