" კლინიკაში პატიმარი 23 იანვარს, უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს, ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დადგა ლეტალური შედეგი"- ზურაბ ჩხაიძე
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩვენთან პატიმარი 23 იანვარს, უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს, მრავლობითი დაზიანებებით. მას ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ დადგა ლეტალური შედეგი გუშინ, 20:00 საათზე. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს უკვე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის პრეროგატივა არის“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
პატიმარ ი.გ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
ინფორმაციის მიხედვით, ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
