გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი
91 წლის ასაკში პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
გივი შაჰნაზარი იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სახელმწიფო საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტი. მას 2015 წელს მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი.
პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომებია - საიათნოვას "ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული "იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა "ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000). გივი შაჰნაზარმა ქართულად თარგმნა სომეხი პოეტების − გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის, ლექსები. შაჰნაზარი არის აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი, მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზუთუნცინიანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები.
მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997) და თბილისის ერთგულების ორდენით (2000). ასევე არის პრემია "საგურამოს“ (2012) და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის (2020) ლაურეატი. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბას ჯილდო.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
