"საქართველოს მოქალაქეების 74% მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას"- საქსტატი
EU NEIGHBOURS EAST აქვეყნებს ყოველწლიურ კვლევას ევროკავშირის აღქმის შესახებ. ეს პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს.
გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, მოქალაქეების 74% მხარს დაუჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას. გამოკითხულთა 78%-ის აზრით, ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად.
გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს.
გამოკითხულთა 84% კი დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას.
გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ,,ევროპა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის"- დონალდ ტრამპი
- 10-ზე მეტი აფეთქება ნახევარ საათში – სუმი რუსული დრონების მასიური თავდასხმის ქვეშაა
- იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
- ,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი
