შოვში დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ზაზა მესხის ცოლია, ოჯახის დანარჩენი წევრების ძებნა გრძელდება
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრებიდან ერთ-ერთი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასია. ამის შესახებ ინფორმაცია მესხის ყოფილმა ცოლმა გაავრცელა. ოჯახის დანარჩენი წევრები ისევ დაკარგულებად მიიჩნევიან.
„პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, - წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი, სინტა დეპონდტი სოციალურ ქსელში.
ზაზა მესხი, მეუღლე ალინა პოლიკოვსკასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, უწერაში ისვენებდა, სადაც ისინი ჰოლანდიიდან ჩავიდნენ. კოტეჯის მეპატრონემ ავთო ყავლაშვილის „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ ისინი შოვის დასათვალიერებლად 3 აგვისტოს, 12:00 საათზე, ავტომობილით წავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კავშირი აღარ ჰქონია. დაკარგული სამი ბავშვიდან ორი ზაზა მესხის პირველი ქორწინებიდანაა. მათი ასაკი 10-13 წელია.
ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, შოვში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. 11 ცხედარი 3 და 4 აგვისტოს იქნა ნაპოვნი. ისინი ქუთაისის პროზექტურაში არიან გადასვენებული და იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ამოცნობილია 6 პირის ვინაობა. მისივე თქმით, ცხედრები დაზიანებული დაზიანებულია, რის გამოც დნმ-ის ანალიზის ჩატარება იქნება საჭირო.
სტიქიის ზონაში 20-ზე მეტ ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება