"მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, კონტაქტზე არ გამოდიან" - მოქალაქე შოვიდან
სტიქიის ზონაში მყოფი ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ის მეწყრის ზონაში ცოლს და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს.
„მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოჰყვნენ. კონტაქტზე არ გამოდიან. არ ვიცი როგორ არიან, რა სიტუაციაა. დღისით ვეკონტაქტე ბოლოს, პირველ საათზე თუ თორმეტ საათზე, მერე აღარ გამოდის არავინ კონტაქტზე, ვინც მანდ იყო, არ ვიცი.. შოვში იყვნენ, კოტეჯებში“, - აცხადებს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. შს სამინისტროს ცნობით, 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი, ადგილზე სამაშველო ღონისძიება გრძელდება. შს სამინისტროს ცნობით, შოვში, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი ცხედარი იპოვეს.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
