უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 7-დან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10, +15 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9-10 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +15, +20 გრადუსამდე გათბება. 11 მარტს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, მაღალმთაში - მოთოვს.
„თბილისში 7 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 8 მარტის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, საღამოს და ღამის საათებში იწვიმებს, ხოლო 8-11 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7-9 მარტს +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 10-11 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
