როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
6-7 ივლისს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამასთან, განმარტავენ, რომ 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ასევე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
„აღმოსავლეთ საქრთველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.
ქ. თბილისში მხოლოდ 7 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
