„თავდაცვის კოდექსის“ განხილვის მეორე მოსმენით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი შემცირდა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.
ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.
დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.
„თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
