"ნიკა არის მართალი და ეს ჩვენ დავამტკიცეთ, მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე“ - გვარამიას მეუღლე
„მთავარი არხის“ დირექტორის მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და „გამარჯვებისთვის ბრძოლა გრძელდება“.
„მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე. ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც გვგულშემატკივრობდა, სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ნიკა არის მართალი და ეს ჩვენ დავამტკიცეთ. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ტელევიზორი ჩავრთე, მაინტერესებდა რას იტყოდა, მაგრამ არ ველოდი. ამით არაფერი არ მთავრდება, მე ვიტყოდი, რომ ამით იწყება ყველაფერი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
