"უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ომის დასრულებამდე ნატოში ვერ გაწევრიანდება.
„ჩვენ ადეკვატური ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ნატოს არცერთ ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ. ამიტომ, გვესმის, რომ სანამ ეს ომი მიდის, ნატოს წევრები არ ვიქნებით. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია“,- განაცხადა მან კიევში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ ბრიფინგზე.
უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ დასავლეთი ფრთხილობს გაწევრიანების ოფიციალური თარიღების დადგენას, რადგან ომი გრძელდება.
ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ უკრაინა დაექვემდებარება კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლს, რომელიც ალიანსის წევრებს ავალდებულებს, დაიცვან ქვეყანა მასზე თავდასხმის შემთხვევაში.
გუშინ მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე ზელენსკიმ თქვა, რომ ეჭვები, რომლებსაც ევროპელი ლიდერები ნატოში კიევის მიღებამდე გამოთქვამენ, რუსეთს უფრო მეტ ქვეყანაზე თავდასხმისკენ უბიძგებს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
