„საქართველოში ყველა შეზღუდვა მოიხსნა, მორჩა, წავედით“ - თინა კანდელაკი
კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ვლადიმერ პუტინის მიერ, რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენის უფლების მიცემას ეხმაურება.
„საქართველოში ყველა შეზღუდვა მოიხსნა, მორჩა, წავედით - ვიზების, ყველაფრის გარეშე, ყველა ბედნიერია. აბა, სადამდე უნდა გვესვა [ღვინო] მარტო მოსკოვში, ახლა უკვე საქართველოშიც შეიძლება. შესანიშნავი სიახლეა“, - ამბობს თინა კანდელაკი TELEGRAM-ზე გავრცელებულ ვიდეოში.
