ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის "თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად" - შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის "თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალთან" პარტნიორობით ახორციელებდა.
პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ პროექტის საქმიანობის და იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა რომელიც ერთი წლის მანძილზე განხორციელდა.
„პროექტის სამიძნე 12 მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო იყო. საჯარო მოხელეებისთვის პირველ ეტაპზე ჩატარდა გასვლი თრენინგი, ხოლო მეორე ეტაპზე მოხდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც საჯარო დაწესებულოებებში თანასწორი და თავისუფალი გარემოს შესწავლას მოიცავდა,“- აღნიშნა მან.
პროფკავშირების თავჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა ხაზი გაუზვა ღირსეული შრომის უზრუნველყოფას სამუშაო ადგილებზე და კანონთან შესაბამისაობაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით - „მნიშვნელოვანია შინაგანაწესი და დებულებები პასუხობდეს იმ ცვლილებებს, რაც ამ მიმართულებით რეალურად უნდა განხორციელდეს, გენდერული საბჭოები და გენდერზე პასუხისმგებელი პირები უნდა უზრუნველყოფდნენ ისეთი აქტივობების განხორციელებას რომელიც მიმართილი იქნება ღირსეული შრომის უზრუნველყოფისკენ, თანასწორი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნისკენ“.
პროექტის ფარგლებში მომზადდა მონიტორინგის ანგარიში, რომელსაც ბეჭდური სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო ანგარიში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თაბვჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ წარადგინა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მედია და სამოქალაქო სექტორი ესწრებოდა.
სიახლეები
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია
- "პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა" - შსს
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს