სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს ახალი „თავდაცვის კოდექსის" კანონპროექტი.
კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოიღო ნორმა, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებელი 10 000 ლარს (ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის) შეადგენდა. კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსიით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.
ახალი თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ, „გირჩის" „ბიბლიური თავისუფლება” ვეღარ შეძლებს ათასობით ახალგაზრდის ჯარიდან დახსნას.
მოქმედ კანონმდებლობაში წვევამდელთა ხელფასად 125 ლარია განსაზღვრული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილიდან წვევამდელთა ხელფასი 125-დან 200 ლარამდე გაიზრდება და ამ თანხას ისინი ხელზე აიღებენ.
„თავდაცვის კოდექსის" მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები:
სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე;
სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“;
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით - „სწავლასთან თავსებადია“.
სიახლეები
- “ჩვენი ამოცანა არის ცხადი – ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება” - ირაკლი კობახიძე
- „ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მერობის კანდიდატად „იმედის“ ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წარადგინა
- “ვლადიმერ პუტინს ვეტყვი, რომ ომი უნდა დაასრულოს - რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის - პირველ ორ წუთში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა” - დონალდ ტრამპი
- პრემიერმა 63 მუნიციპალიტეტის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები წარადგინა
- გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია იწყება