დავით ერემეიშვილი ქუთაისელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც იმერეთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას
ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელ მაია ცქიტიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმ ქუთაისელ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც იმერეთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.
ვიცე-მერმა წარმატებები უსურვა ოლიმპიადის მონაწილეებს და მათ სპორტული აღჭურვილობა გადასცა.
სასკოლო ოლიმპიადა 29 მარტს აიღებს სტარტს წყალტუბოში.
ოლიმპიადა სპორტის 8 სახეობაში იმართება (ფრენბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი, კალათბურთი 3X3, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზმრბენი, მხიარული სტარტები). ქუთაისი უმასპინძლებს სპორტის 4 სახეობას. ოლიმპიადა დაიხურება აპრილის ბოლოს, ქუთაისში სპორტის სასახლეში.
რეგიონული თამაშების ჩემპიონები მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ზონალურ ტურში, იქ გამარჯვებულები კი ითამაშებენ ფინალურ თამაშებს, რომელიც თბილისსა და ანაკლიაში გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება“, ფინანსური მხარდამჭერი კი - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
