მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს დავითობას აღნიშნავს
8 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია, ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან სანიკიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
პატივდების ცერემონიაში სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე.
დავით აღმაშენებელი გახლავთ ძლიერი, გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო.
მისი მოღვაწეობა არის ნათელი დადასტურება იმისა თუ რამხელა ძალა აქვს პოლიტიკურად და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანს.
გილოცავთ კიდევ ერთხელ“,- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
