FirstNews.ge-მ ტრადიციულად, საახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა
დღეს, FirstNews.ge-მ ტრადიციულად, საახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. ქუთაისში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათი, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
წლევანდელ აქტივობას ფარდის სახლი "თამარიონი", მისი დამფუძნებელი თამარ გამთენაძე შემოუერთდა და რამდენიმე ოჯახს ახალი წელი გაულამაზა. მან სურვილი გამოთქვა ჩვენთან ერთად ხშირად ჩაერთოს საქველმოქმედო აქტივობაში.
ქველმოქმედებაში, განსაკუთრებული წვლილი FirstNews.ge-თან ერთად ჩვენმა ერთგულმა რესპონდენტებმაც შეიტანეს. მათი სურვილით ვინაობას არ ვასაჯაროებთ.
მადლობა ჩვენთან ერთად იმ ადამიანებს, ვინც გვერდით გვიდგას და გვაქვს შესაძლებლობა ვაკეთოთ სიკეთე. ახალ წელს ყველა ბედნიერი უნდა იყოს.

სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
