როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
7-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო 9-10 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ნოემბერს შენარჩუნდება ნისლიანი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 7-8 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის
- აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნეს
- "უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი" - დავით ერემეიშვილი
- "პუტინს სურს, რომ ჩვენი ხერსონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის დაპყრობა აპატიონ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ" - ნიკა გვარამია