გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ
გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
გასვენება ტაძრიდან 14:00 საათზე მოხდება.
“გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წ.მ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე.
სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე.
შევნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
