FirstNews.ge-მ სააღდგომოდ საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა
დღეს, FirstNews.ge-მ მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. ქუთაისში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
შევეცადეთ მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები სააღდგომოდ კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა. მათი გაბრწყინებული თვალებისთვის და იმ ემოციისთვის, რასაც ვიღებთ, ეს კეთილი საქმე ნამდვილად ღირს. მადლობა ჩვენთან ერთად იმ ადამიანებს, ვინც გვერდით გვიდგას და გვაქვს შესაძლებლობა ვაკეთოთ სიკეთე.
აღნიშნულ ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღო ექიმმა მარიამ რეზუნენკომ, საოცრად კეთილმა ადამიანმა, რომელიც, როგორც უკრაინელებს ასევე ქართველებს გვერდით უდგას და ეხმარება.
#სააღდგომოსაქველმოქმედოაქტივობა
#სიკეთეგადამდებია


სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
