"ჯანმრთელი ძმა მიწაში რატომ ჩამიდეს, რატომ არ იძიებენ" - ნუგზარ ფუტკარაძის და
ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვედრას მართავს, ვითარება ისევ დაძაბულია.
პოლიციამ სასტუმროში მისული "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ნაწილი შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ამ დროისთვის ისინი შენობიდან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის, საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის დის გაყვანას ცდილობენ.
დაპირისპირებისას ნაზი ფუტკარაძე შეუძლოდ გახდა. ის მმართველი გუნდის თავმჯდომარისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვს, რატომ გარდაიცვალა მისი ძმა და რატომ არ იძიებს საქმეს ხელისუფლება.
"პასუხი მინდა გამცენ, რატომ მოკლეს ნუგზარი და რატომ არ იძიებენ. ჯანმრთელი ძმა მიწაში რატომ ჩამიდეს. მხეცებო, მკვლელებო, ჯალათებო! ხალხს არ უნდიხართ, მოშორდით აქაურობას", - მიმართა მმართველ გუნდს ნაზი ფუტკარაძემ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
