ირაკლი კობახიძე ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხს გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და აღნიშნა, რომ ქალთა ორგანიზაციის შექმნა, ერთმნიშვნელოვნად გააძლიერებს ქალების მონაწილოებას პოლიტიკურ პროცესებში.
"პარტიულ სტრუქტურაში ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააძლიერებს ქალების მონაწილოებას პოლიტიკურ პროცესებში.
საარჩევნო რეფორმების კვალადაკვალ, რომელმაც კვოტირების გზით, ხელი შეუწყო პარტიულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის გენდერული თანასწორობის პრინციპების მხარდაჭერის და შიდაპარტიული პროცესების დემოკრატიზაციის ზრდის ნათელი მაგალითი.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის საკითხი. თვითმართველობების დონეზე ძლიერი, ეფექტური მექანიზმების არსებობა, გენდერული საბოჭოების სახით, რაც ხელს შეუწყობს ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გაძლიერებას.
მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს წევრებს და ლიდერ ქალებს ამ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის და იმპლემენტირებისთვის,"- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი