დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაიყვანეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 დაწესებულებიდან "ვივამედში" გუშინ, ღამის 3 საათისთვის გადაიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია, რა არის კონკრეტული მიზეზი, რის გამოც დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმა უფრო ცუდადაც ყოფილა და ის მოთხოვნის მიუხედავად კლინიკაში არ გადაუყვანიათ.
"სამი წელია მე-18 დაწესებულებაში იმყოფება და ეს დაწესებულება პირდაპირი მნიშვნელობით არის სასაკლაო. 3 წლის განმავლობაში პარალიზებულ მდგომარეობაშია და არანაირი მკურნალობა არ ჩატარებულა, რადგან რესურსი არ გააჩნია ამ საავადმყოფოს.
მითხრეს, რომ გადმოყვანილია "ვივა მედში", მაგრამ გადმოყვანის მიზეზი უცნობია. თუ ეს არის თემების გადაფარვის მცდელობა, ჩემი ძმა ამ ბინძურ საქმეში არ აჰყვება მათ", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის თქმით, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი კლინიკაში შევა და გიორგი მამალაძეს მოინახულებს.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
