ქუთაისის მერი ცნობილ იმპრესარიოს ორლინ ანასტასოვს შეხვდა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისში სტუმრად ჩამოსულ იმპრესარიოს ორლინ ანასტასოვს შეხვდა.
შეხვედრას ქუთაისის საოპერო თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი და ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე დაესწრნენ.
ცნობილი იმპრესარიო ქუთაისში საქართველოს კულტურის სამინისტროს თხოვნით ჩამოვიდა. ის ქუთაისის საოპერო თეატრში ორ სპექტაკლს- ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ და მასკანის „სოფლის ღირსებას“ დაესწრება.
"ცნობილი საოპერო რეჟისორისა და იმპრესარიოს სტუმრობა ქუთაისში დიდი პატივია. იწყება ჩვენი ოპერის თეატრის განვითარების ახალი ეტაპი. ქუთაისის მერია კი, როგორ აქამდე, მზად არის მომავალშიც გვერდით დაუდგეს ყველა სასიკეთო საქმეში ჩვენს სახელოვან საოპერო თეატრს“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა, რომელსაც, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ჩაუდგება სათავეში.
პროექტის საჭიროება კულტურის მინისტრის ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე წლის 15 აპრილს განხორციელებული ვიზიტისას გამოიკვეთა, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით.
პროექტი გულისხმობს როგორც თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას, თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფასა და ქუთაისის საოპერო თეატრის მსოფლიოს წარმატებული თეატრების რიგში ჩაყენებას.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
