საზოგადოებისთვის არასოდეს დაგვიმალავს, რომ ვიტამინებს იღებდა - ბექა ბასილაია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვიტამინებსა და ექიმისგან დანიშნულ პრეპარატებს იღებდა და ეს სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების მიზნით იყო განპირობებული.
მისივე განცხადებით, ვიდეო-კადრების გავრცელებით პენიტენციური სისტემა და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დანაშაულს ჩადიან.
ბექა ბასილაია ამბობს, რომ ექიმის დანიშნულებით პრეპარატული საშუალებების მიღება არ არის საკვები საშუალების მიღება
"არასოდეს საზოგადოებისთვის არ დაგვიმალავს, რომ ვიტამინებს და გარკვეულ პრეპარატებს იღებდა მიხეილ სააკაშვილი საიმისოდ, რომ სასიცოცხლო ფუნქციები ყოფილიყო შენარჩუნებული. ის რაც კადრებში ვნახეთ არის სწორედ სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, ექიმის დანიშნულებით პრეპარატული საშუალებების მიღება. ეს არ არის საკვები საშუალების მიღება, ამას ადასტურებს სამედიცინო ჩანაწერი, რომელსაც პენიტენციური სამსახური აწარმოებს.
ჩვენ მოვისმინეთ სახალხო დამცველის ძალიან მაღალპროფესიული განცხადება, და ამავდროულად, სახალხო ინსპექტორის განცხადებაც მოვისმინეთ, სადაც მკვეთრად წერია, რომ პენიტენციური სამსახური და რატი ბრეგაძე ჩადიან დანაშაულს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
