პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დაჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი სიკვდილის შედეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.
„დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
