"დღეს აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები!" - პრეზიდენტი
აფხაზური ენის დღე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმ დამღუპველ რეალობაზე, რომელიც ჩამოყალიბდა აფხაზეთში რუსული ოკუპაციის შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები.
"ოფიციალურად ანტიქართულმა და შინაარსით ანტიაფხაზურმა პოლიტიკამ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა,
რასაც აღიარებს იუნესკო და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება.
დღეს აფხაზეთში ანტიქართული პოლიტიკა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გალში ქართული ენის სწავლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით ხორციელდება.აფხაზური ენის დასაცავად ყოველი დაგვიანებული და არ გადადგმული ნაბიჯი აზარალებს მის სიცოცხლისუნარიანობას.არსებული რეალობა გვიბიძგებს აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარებისთვის ინოვაციური გზების ძიებისკენ. ჩვენი ენების დაცვა არის ის ფუნდამენტური მნიშვნელობის მიზანი, რომლის ირგვლივ შესაძლებელი უნდა გახდეს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებული ინტელექტუალური რესურსის გაერთიანება.ღრმად მწამს, უახლოეს წლებში ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ტრაგიკული სურათის ცვლილებას და საკუთარი ენების გადარჩენით გადავარჩენთ ჩვენი შვილების საერთო მომავალს და ჩვენს ადგილს მსოფლიო კულტურულ რუკაზე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
