"კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება ტრანსპორტში..." - კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კოვიდპასპორტების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცრილი მოქალაქეებისთვის და არამარტო, აუცრელების დაცვისთვის ქვეყანამ გააკეთოს, რაც შეიძლება სწრაფად კოვიდპასპორტების სრულფასოვნად შემოღება.
კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება – დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.
კოვიდპასპორტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, ვაქცინაციის სტატუსზე, გადატანილ ინფექციაზე და ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტზე.
მხოლოდ ამით მივაღწევთ საზოგადოების უსაფრთხოებას, მეტი გამოსავალი უბრალოდ არაა.
სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩა და რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, დავაგვიანებთ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ამ პანდემიას", – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
