28 სექტემბერს საქართველოს მუზეუმებსა და ნაკრძალებში სტუმრობა უფასო იქნება
28 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მოქმედ მუზეუმებსა და ნაკრძალებში სტუმრობა უფასო იქნება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიიღო.
"მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს", - განაცხადეს კულტურის სამინისტროში
სიახლეები
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
