საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა
საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია, ესპანური Making Science შემოვიდა, რომელმაც ინვესტირება განახორციელა ქართულ IT კომპანია Sweeft Digital-ში.
ამ თანამშრომლობით Making Science-ი საქართველოდან განახორციელებს ოპერირებას და ქართულ კომპანიასთან ერთად მომსახურებას გაუწევს საერთაშორისო კლიენტებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ თანამშრომლობის შედეგად, Sweeft Digital-ში დასაქმებულ რამდენიმე ასეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს მსხვილი IT კომპანიის წევრი, მოემსახუროს საერთაშორისო ბაზრებს და აიმაღლოს კვალიფიკაცია.
„ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა ინტენსიურად უჭერს მხარს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ერთ-ერთი პრიორიტეტული ინდუსტრია, რომლისთვისაც გასულ წელს დამტკიცდა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შემოღებით, უშუალოდ IT ინდუსტრიის განვითარებასა და ქართულ ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშეების მოზიდვას ეხება. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, როდესაც ქართულ ბაზარზე გლობალური მასშტაბის IT კომპანიები შემოვიდნენ და აქედან ახორციელებენ ოპერირებას. დღეს კიდევ ერთმა საერთაშორისო IT კომპანია Making Science-მა მიიღო საქართველოში ინვესტირების და აქ საქმიანობის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს რამდენიმე ასეულ თანამოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ მსხვილი აიტი კომპანიის წევრები, მოემსახურონ საერთაშორისო ბაზრებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაეხსნათ აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, IT კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული და მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ. შედეგად, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი მსხვილი ამერიკული IT კომპანიები, როგორებიც არიან ეპამი და ექსადელი, რომელთაც დღეისთვის საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქეჰყავთ დასაქმებული.
სიახლეები
- “საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის” - ევროპარლამენტი
- წვიმა, ელჭექი, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- რამდენიმე ქვეყანაში ხანძარს ებრძვიან – არის მსხვერპლი
- “ხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ივანიშვილის სადამსჯელო ორგანოების წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს” - მიხეილ სააკაშვილი
- “აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს – ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი” - შალვა პაპუაშვილი