"ვერ მნახავთ ვერსად გამოსულს!" - სტეფანე მღებრიშვილმა კონცერტები გააუქმა
სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ანტივაქსერ მედიკოსებს მუშაობის ლიცენზია უნდა შეუწყდეთ.
გარდა ამისა, მომღერალი წერს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ყველა კონცერტი გააუქმა.
"ვფიქრობ, მედიცინის ყველა მუშაკს ვინც ანტივაქსერია, სასწრაფოდ უნდა შეუწყვიტონ მუშაობის ლიცენზია!
კონცერტებზე არაფერი არ მითხრათ, ყველა ჩემი გამოსვლა მოვხსენი და ვერ მნახავთ ვერსად გამოსულს!
ვიქნები მეც, ჩემი ქვეყნის ბევრი ადიამიანივით უმუშევარი!", - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
