"ჟურნალისტების გარეშე ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით" - დეკანოზი ზაზა თევზაძე
"ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენს ხალხზე აღმართული ხელი. ისინი არიან თვალი და ყური ჩვენი, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი, ამიტომ პატივი უნდა დავდოთ მათ, რადგან აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით", - ამის შესახებ დეკანოზმა ზაზა თევზაძემ პარლამენტთან, მედიის სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეკანოზმა 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას, არნახული აქტი უწოდა.
"ყველაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს. ეს იყო არნახული აქტი. 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი და რომლის თვალებიც იყო სამიზნე, რომელიც არის სახე და სიმბოლო ცნობიერების.
მინდა ვთქვა, ერთი მნიშვნლოვანი რამ, როგორც მოძღვარმა და ეკლესიის მასწავლებელმა, დღეს არის მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე, ეს დღე არის მოციქულების დღე და მოციქულები არის ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები და ისინი ასწავლიან, იმათმა შეცვალეს სამყარო და ამ თვალსაზრისით, მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის.
არ უნდა დავიბნეთ და უკან არ უნდა დავიხიოთ, რადგან უკან გზა არ არსებობს, მხოლოდ წინ ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისკენ", - განაცხადა დეკანოზმა ზაზა თევზაძემ.
სიახლეები
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
- 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
