"გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს" - ჭოხონელიძე
"თვითონ ამბობენ, რომ არც ერთ მღვდელს არ დაურტყამს, მაშინ როდესაც შენ უბიძგებ ათეულობით ადამიანს ეს გააკეთოს, ეს არ არის დარტყმა?!", - ასე გამოეხმაურა მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
"რით მოგწამლეს ასე, რომ ასეთი ზიზღი ჩანერგეს ხალხში, ვინც ასე გამეტებით ურტყავს და იმეტებს თავის თანამოქალაქეს?! მე გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს. ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხალხმა ჩაიდინა, მრევლმა, რომლებიც ძალიან იჩემებენ რომ ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები არიან, ღმერთის სწამთ და ღმერთის ეშინიათ, ეს სწორედ ამ ანაფორიანი ხალხის ძალისხმევით მოხდა. თვითონ ამბობენ, რომ არც ერთ მღვდელს არ დაურტყამს, მაშინ როდესაც შენ უბიძგებ ათეულობით ადამიანს ეს გააკეთოს, ეს არ არის დარტყმა?!", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
სიახლეები
- საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
- პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა
- “ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში” - კახა კალაძე
- გურული ღვეზელი
- ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებული არიან დედა და ჩვილი