მისი უფლებები არ დამირღვევია - გოგი წულაია
პოლიტიკოსი გოგი წულაიას თქმით, ასმათ დვალიშვილს მხოლოდ კოცნა თხოვა და მასზე არ უძალადია.
მისივე თქმით, მან მხოლოდ ოჯახისა და უფლის წინაშე შესცოდა.
"არსად ცხოვრებაში არ მითქვამს და არც ახლა ვიძახი, რომ აგერ მეფხანება ახლა და ფრთები ამომივა და ანგელოზი ვარ და უი, რა კაი ვარ. შევცოდე, ვცოდე უფლის წინაშე და მის წინაშე, მაგრამ ძალადობა არ ყოფილა და მისი უფლებები არ დამირღვევია. მისი ჩაწერილია რაც აქვს გამოქვეყნებული, სადაც ვეუბნები, მაპატიე, ბოდიში, მეგობრებად დავრჩეთ, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. სად ნახეთ ძალადობა, სად ნახეთ რამე, სად ვქენი ერთი გაფიცებთ ყველაფერს. თავიდან ვთხოვე კოცნა და რა მერე?! დაინგრა ქვეყანა?!” - განაცხადა გოგი წულაიამ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
