რა შედეგით დასრულდა ომბუდსმენისა და მეუფე იაკობის შეხვედრა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან ერთად ნინოწმინდის პანსიონში მომდევნო კვირას ჩავა. აღნიშნული გადაწყვეტილება მეუფესა და ომბუდსმენს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე სოციალური მუშაკები გაარძელებენ პანსიონში მუშაობას, ხოლო მას შემდეგ, რაც მომდევნო კვირას თავად ეწვევა პანსიონს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შევლენ თავშესაფარში და განახორციელებენ მონიტორინგს.
მეუფესთან გამართულ შეხვედრას ლომჯარიამ პოზიტიური და კონსტრუქციული უწოდა.
"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ განწყობილი. შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროების შეფასებას და შესაბამისად, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის არის საჭირო ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება გადაწყვეტილებას - ვაპირებთ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებს აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ, მინდა მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდგომ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები ჩავლენ", - განაცხადა ლომჯარიამ.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
