საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! - საელჩოს განცხადება
საქართველოს საელჩო თურქეთში, საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ PCR ტესტის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე წარადგენს ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების ან მინიმუმ 14 დღით ადრე გაკეთებული კოვიდვაქცინის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ამასთან, იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოაღნიშნული დოკუმენტები, აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ე.წ. სწრაფი ტესტის (ანტიგენ ტესტი) უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.
ასევე, ყველა ვიზიტორისთვის გამომგზავრებამდე კვლავაც სავალდებულოა სპეციალური ფორმის შევსება შემდეგ მისამართზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
