ქუთაისის მიუსაფარ ბავშთა ცენტრში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ქუთაისში, World Vision Georgia - ს მიუსაფარ ბავშთა ცენტრში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ცენტრის ბენეფიციარებმა თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მცირე კონცერტი წარმოადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე, იღებდნენ ბოშათა თემში მცხოვრები ბავშვები.
გასართობი პროგრამა ანიმატორებმა კიდევ უფრო გაალამაზეს და გაახალისეს.
"გვსურს, რომ ყველა ბავშვის უფლება დაცული იყოს. ვუსურვებდი ყველა ბავშვს ლაღი, ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს. დღევანდელ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივნენ და ცენტრის ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. მადლობა ჩვენს პარტნიორებს და სტუმრებს მხარდაჭერისათვისა და დღევანდელი დღის გალამაზებისათვის,"- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში ნანა იდაძემ.

სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
